Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არის ერთგვარი ბუნდოვანი გამყოფი ხაზი, ან სულაც არ არის არანაირი გამყოფი ხაზი, ისინი სრული კოორდინაციით მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი განსხვავება ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ძალიან მკაფიო საგარეო ინტერვენცია ქართულ პოლიტიკაში.

“გახსოვთ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები, მაგალითად, ილონ მასკის გერმანიის არჩევნებში ჩარევის შესახებ?

მე გითხარით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.

მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის ქმედებების გამო, ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა გაყინა და იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს, ამომრჩეველი უნდა იყოს აქტიური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ეს იყო ძალიან პირდაპირი ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია, რადგან ისევ იყო უზარმაზარი კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ვითარებაში საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა გამართლებული იყო“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ყველაზე მასშტაბური წინასაარჩევნო აქცია.

“ეს აქცია უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ასე რომ, ეს იყო წინასაარჩევნო აქცია, ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი ერთობლივი კამპანიის. ის იყო უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული და ყველაზე სასაცილო,აბსურდული და უაზრო კი ის არის, რომ ოთხი პარტიის წარმომადგენლიდან არც ერთი არ გამოსულა სცენაზე, არც კი გამოჩენილან.

სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ე.წ. საჯარო პირები აწარმოებდნენ კამპანიას ოთხი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად.

თქვენ ხედავთ, რამდენად ინტენსიურია ეს კოორდინაცია უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უბრალოდ მათ შორის განსხვავება არ არის“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან
Next: მხოლოდ საქართველოს მთავრობა არ საუბრობს USAID-ის განზრახვაზე, შეცვალოს მთავრობები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არამედ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც საუბრობს მის უარყოფით როლზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.