Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან და DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას ვაპირებთ

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze

სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, ეს არ იყო ქართული მხარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

„ეს არის სპეკულაციების ერთ-ერთი მაგალითი და ბევრი იყო სპეკულაცია ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ძირითადად, რაც ჩვენ ვთქვით, იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას, ეს არ იყო ევროინტეგრაციაზე, ეს იყო კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რომელიც არის ევროინტეგრაციის სპეციფიკური ინსტრუმენტი, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე.

ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ ევროკავშირი აპირებს შესთავაზოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას.

ეს იყო ძალიან კონკრეტული, რაც ჩვენ განვაცხადეთ.

ჩვენ ასევე განვაცხადეთ იმავე ბრიფინგზე, რომ ვერაფერი შეგვაფერხებდა ჩვენს გზაზე ევროინტეგრაციისკენ, ამიტომ ვაპირებთ 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას, ამიტომ ვაპირებთ DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას 2028 წლამდე.

ეს ხელოვნური დაბრკოლება გაწევრიანების კუთხით ქართულმა მხარემ კი არ შექმნა, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.

ასე რომ, თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ზოგიერთი ბიუროკრატი.

ეს არ იყო ქართული მხარე, სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია
Next: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.