Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს საქმე იქნება გაფრთხილება მათთვის, ვინ მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 10/02/2025
nino pochkhua

სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გამოძიების დაწყება ისტორიული გადაწყვეტილებაა და იმედოვნებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა პირი დაისჯება. ამასთან, ექსპერტის განცხადებით, ეს საქმე გაფრთხილება იქნება ყველასთვის, ვინც მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს.

“სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო, ნათქვამია და აი დადგა ის დღე, როცა საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხო ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისთვის დახმარების ფაქტებზე. ამ გამოძიებას საფუძვლად დაედო “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პროკურატურაში შეტანილი განცხადება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება როგორც გარე, ისე შიდა აქტორებისგან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ერთობლიობა.

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

იმედს ვიქონიებ, რომ ყველა, ვინც მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პასუხს აგებს კანონის წინაშე.

ეს საქმე კი იქნება გაფრთხილება მათთვის, ვინ მომავალში დააპირებს ქვეყნის ღალატს.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: თუკი შეიძლებოდა “ფასეულობების” სრული პროფანაცია და გაუფასურება – სფერო არ დატოვა deep state-მა საარჩევნო სისტემით დაწყებული უპრეცედენტო კორუფციით დასრულებული
Next: საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევა ვნახეთ, რაც შიდა აქტორების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა – მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურის გამოძიება კონკრეტულ შედეგზე გავა და უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ქვეყანა გაყიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025