Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა

მარშალ პრესი 10/02/2025
irakli zarkua

მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.

„თავის „ტვიტერს“ ხომ აქირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ იცით ეს? FARA-შია დარეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი ათას დოლარს უხდიდა იმაში, რომ რაიმე დაეწერა ქართველი ხალხის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა [ტრამპის ინაუგურაციის] ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით.

აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი. კიზინგერი გახსოვთ? „ტვპირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მუდმივი [რესპონდენტი] რომ იყო და მორალს გვიკითხავდა?! საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. გონჩარენკო გახსოვთ? აქ რომ გვმოძღვრავდა. კითხეთ აბა საკუთარ ქვეყანაში რატომ არ ომობს?! სენატორი მენდესი რომ აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატისთვის, მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის. ასეთი ხალხი ჰყავდათ [ოპოზიციურ მედიას] რესპონდენტებად და ჩვენ გვმოძღვრავდნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.

Post navigation

Previous: საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება საბოტაჟზე და მტრულ საქმიანობაზე, ხელის გულზე ჩანს არაერთი უსამშობლოს ანტისახელმწიფოებრიობა
Next: მთავარი მიზეზი, რატომაც გახარია შევა პარლამენტში, იმის გარდა, რომ მისი პარტიიდან ბევრს უნდა შესვლა, არის შემდეგი: აფიქრებინოს “ოცნების” ამომრჩეველს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ადგილობრივ არჩევნებზე ხმები წაართვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.