Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 10/02/2025
irakli kobakhidze2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს.

პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. სამიტი, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის თავს უყრის მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.
2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. რიგით მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი.

Continue Reading

Previous: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე
Next: ახლა ხომ გასაგებია რატომაც არ ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსებს, ახლა ხომ გასაგებია აშშ-ის ყოფილმა ელჩმა პირველმა რატომ უწოდა იმ კანონს რუსული კანონი, რომ დაეფარათ ის, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025