Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს

მარშალ პრესი 10/02/2025
tamar chergoleishvili

გიორგი ვაშაძე აზრზე არ არის, ახლა რისი დროა და მისი წარსული პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ამას ადასტურებს, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„დღეს არის ძლიერი პარტიების, დემოკრატიული პროცესის, ქვემოდან ზემოთ მომავალი პრიცესის დრო, როდესაც ხალხი წყვეტს, მათი წარმომადგენლები ვინ არიან და არა – ვაშაძის ბელადი ან ვაშაძის დონორი. ამისი დროა ახლა და ხალხი თვითონ განსაზღვრავს თავის წარმომადგენლებს, და პირიქით, ხალხი ითხოვს მრავალფეროვან არჩევანს, ძლიერ პარტიებს. ხალხი ითხოვს თავისი ინტერესების დაცვას, თავისი ინტერესებისთვის დებატებს და ამ პროცესს თუ წარმატება უწერია, ასე დასრულდება, როგორც მე ვამბობ და არა ისე, როგორც გიორგი ვაშაძე“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდება, ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომ მისი სურვილია, ხალხი მათ გარშემო გაერთიანდეს.

„არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტიას და დაინტერესებულები ვართ ჩვენი პარტიის, ჩვენი ღირებულებების ირგვლივ ქართველი ამომრჩევლის გაერთიანებით, რადგან ჩვენ ვხედავთ, ვინ არის მთავარი აქტორი პოლიტიკური პროცესის, ეს არის ქართველი ხალხი. ამიტომ მინდა, ხალხი გაერთიანდეს ჩვენ გარშემო და არა პოლიტიკოსები ერთმანეთთის გარშემო“,- აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

Post navigation

Previous: აქაურ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულად გრანტებს USAID-ისგან იღებდნენ, დახმარება შეუჩერდებათ და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის რადიკალიზმი, ის მოქმედებები, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ნელ-ნელა ჩაცხრება
Next: ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყოველი დონორი სახელმწიფო ეჭვმიტანილია უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.