Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება გაუუქმა, რაც ასევე ნიშნავს, რომ ფედერალურ შენობებშიც აღარ დაიშვებიან

მარშალ პრესი 09/02/2025
donald trampi

„დონალდ ტრამპმა რამდენიმე წამყვან დემოკრატს, მათ შორის, შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მანჰეტენის ოლქის პროკურორს, ელვინ ბრაგს და ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს ლეტიცია ჯეიმსს, საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა ჩამოართვა“- ამის შესახებ გამოცემა Dailymail იტყობინება.

ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯეიკ სალივანი, ჯო ბაიდენის გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკო და ადვოკატები ენდრიუ ვაისმანი, მარკ ზეიდი და ნორმა ეიზენი იმ პირებს შორის არიან, რომლებსაც ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა გაუუქმდათ.

აღნიშნული ქმედება დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ტიმ პარლატორმა შეაფასა, როგორც “ძირითადად სიმბოლური”.

აქვე, სტატიაში აღნიშნულია, რომ ხსენებული პირები შესაძლოა ვერ შევიდნენ ფედერალურ შენობებში, მათ შორის, სასამართლო დარბაზებში, ციხეებსა და სამართალდამცავ დაწესებულებებში, რაც აფერხებს მათ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა გააუქმა.

”არ არის არანაირი საჭიროება, რომ ჯო ბაიდენმა განაგრძოს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა“, – დაწერა ტრამპმა პარასკევს Truth Social-ზე.

Continue Reading

Previous: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ „ენჯეოებთან“, არამედ უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
Next: საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი გზავნილები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და ეს ოპტიმისტურად განგვაწყობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025