Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აუცილებელია, რომ ევროპამ თქვას უარი ორმაგ სტანდარტებზე, რადგან ამით თავადვე ზიანდება

მარშალ პრესი 08/02/2025
dimitri khundadze

„ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროპამ უარი უნდა თქვას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე, რადგან სხვადასხვა საკითხებისადმი ასეთი მიდგომა თავად ევროპას აზიანებს.

„ეუთო/ოდირს შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პოზიტიურად შეაფასა. მაშინ მათ არ უსმენდნენ და სხვებსაც უკრძალავდნენ ეღიარებინათ ეუთო/ოდირის დასკვნა. ახლა პირიქით ამბობენ დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელსაც ყველა გავითვალისწინებთო.
ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ. აუცილებელია, რომ ევროპამ თქვას უარი ორმაგ სტანდარტებზე, რადგან ამით თავადვე ზიანდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე
Next: საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ „ენჯეოებთან“, არამედ უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.