Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში

მარშალ პრესი 08/02/2025
irakli kobakhidze5

ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველომ ბევრი  განსაცდელი გამოიარა და სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს იბრძოდა ხელისუფლება ქვეყანაში კიდევ ერთი ომის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.

„თავიდანვე – 2022 წლის თებერვლიდან – ვამბობდით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას
Next: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საკმარისი არ არის – საფრთხეები და რისკები იმაზე მეტია, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.