Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებთ, გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება

მარშალ პრესი 08/02/2025
irakli kobakhidze

ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და, რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხის არამშვიდობიანი გადაჭრა აბსოლუტურად შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას არ აქვს ალტერნატივა. გამოვთქვამთ იმედს, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება. დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა არც არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო. ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის დედააზრი. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება “დიფ სთეითს”, “დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს
Next: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.