Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე, არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 08/02/2025
irakli kobakhidze

დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის  დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე, არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებას ეხებოდა, სადაც საუბარია ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგზე.

„არ ვიცი რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასვლის განცხადებები  ამ ოპოზიციურ პარტიებს, ვგულისხმობ Deep State-ს და გაიყვანეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ რა დიალოგზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის  დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე. არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება NGO-ებს, ამ NGO-ებს კონკრეტული ძალები, Deep State-ი, ეს ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში სცადონ ვითარების არევა. რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ეს ყველამ კარგად დაინახა. აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ იქნებ ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დავუშვებთ.

ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება, ეს არის გამაოგნებელი და როცა ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი. ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარბილებასა და გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი
Next: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.