Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოცნების ქალაქი” უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება, აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას

მარშალ პრესი 08/02/2025
irakli

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება, – მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ადასტურებს, თუ რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კეთილდღეობა.

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება “ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. “ოცნების ქალაქი” უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა
Next: ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები გამოწვეულია ერთი მხრივ, ტრამპის და მასკის მხრიდან USAID-ის შეფასებებით, რომ ძირითადად სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდა, მეორე მხრივ კი, ახალი ტიპის დანაშაულების სიმრავლით, პოლიციელებზე მოლოტოვის კოქტეილების სროლებიდან დაწყებული, სილის გაწვნით დამთავრებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.