Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

მარშალ პრესი 07/02/2025
gia abashidze

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს – თუ “ქართული ოცნება” არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას.

„ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.
კარგად გვახსოვს, როცა ბრიუსელიდან და ევრობლოკის დედაქალაქების მათმა სატელიტმა ჩინოსნებმა აბუჩად რომ აიგდეს ეუთო/ოდირის ობიექტური და პოზიტიური დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. დღეს კი, საქართველოს მმართველ პარტიას თავად მოუწოდებენ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ ეუთო/იდირის შეფასების შემდეგ მიიღოს.
ანეკდოტური იერსახე აქვს ევროპის ბიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებს – თუ “ქართული ოცნება” არალეგიტიმურია, რატომ წერენ განცხადებაში ევროჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას?
ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა არასოდეს დაემორჩილება ევროპის უსინდისო ცალკეული პოლიტიკური აქტორების ინსტრუქციებს. დროა შეეშვან შანტაჟის ენით საუბარს და პატიოსანი, სამართლიანი თამაშის წესებით ითანამშრომლონ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან, ორმხრივად უკეთესია სამომავლოდ“, – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს
Next: რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.