Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ერთ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ შენი პატრონების მიერ გაგზავნილ, დავერბოვკებულ მედიას არ გადაეღო

მარშალ პრესი 07/02/2025
tamta megrelishvili

როგორც ჩანს, ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს უკვე ისეთ დავალებებს აძლევენ, თან აძალებენ ამ დავალებების შესრულებას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. წაიკითხეთ უბრალოდ რას ბოდავს – უტა ივანიშვილმა რომ ელჩს ჩემოდანი გადასცა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ ხიდაშელის პატრონების მიერ გაგზავნილ მედიას არ გადაეღო.

“როგორც ჩანს, ტაივანიდან დაფინანსებულ ხიდაშელს უკვე ისეთ დავალებებს აძლევენ, თან აძალებენ ამ დავალებების შესრულებას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. წაიკითხეთ უბრალოდ რას ბოდავს – უტა ივანიშვილმა რომ ელჩს

ჩემოდანი გადასცა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო…
არადა რომ ჰკითხო, მასაც და მის ქმარსაც თავი იურისტებად მოაქვთ.
თინა, ძვირფასო, საკუთარ რეპუტაციას, რომელიც უკვე პლინტუსს ქვემოთ გაქვს, ოდნავ მაინც გაუფრთხილდი.

თუ ერთ ადამიანს განზრახვა ჰქონდა, რომ მეორე ადამიანისთვის რამე კანონსაწინააღმდეგო მიეცა, როგორმე მოახერხებდნენ ისეთი ადგილის პოვნას, რომ შენი პატრონების მიერ გაგზავნილ, დავერბოვკებულ მედიას არ გადაეღო. დასამალი არავის არაფერი აქვს, აი თქვენ კი გასაცოდავებული ჯშუშები ხართ, არარსებული თემებისგან სკანდალის შექმნას ცდილობთ და საბოლოოდ თავად იქეცით “დიფ სთეითის” კლოუნებად.” – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: დაე, იყოს შესაძლებელი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს და არ იყოს შესაძლებელი ასე გაუმჭვირვალედ, მიზანი რომ არავინ არ იცის, რისთვის იხარჯება შემოდინებული თანხები ჩვენს ქვეყანაში
Next: მესმის, რომ დავალებების შესრულება ამ ქალისთვის უცხო ხილი არ არის, მთელი მისი კარიერა სწორედ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და დავალებებს ასრულებდა, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.