Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 10 წევრისგან დაკომპლექტდება

მარშალ პრესი 07/02/2025
x

x

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია“ 10 წევრისაგან შედგება. კომისიაში 5 წევრი უმრავლესობის, 5 კი ოპოზიციის დეპუტატი იქნება. წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა.

„ხალხის ძალა“ კომისიაში 2 წევრით იქნება წარმოდგენილი, ერთი წარმომადგენელი ეყოლება „ევროპელ სოციალისტებს“, ხოლო 2 ადგილი უფრაქციო დეპუტატებისთვის ანუ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის არის განსაზღვრული.

კომიტეტმა ასევე პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული კვოტების ხელახალი გადანაწილება განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამის საჭიროება ბოლო დროს პარლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, 49 დეპუტატისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ და ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნამ გამოიწვია.

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

Post navigation

Previous: ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა – ირაკლი კობახიძე
Next: დაე, იყოს შესაძლებელი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს და არ იყოს შესაძლებელი ასე გაუმჭვირვალედ, მიზანი რომ არავინ არ იცის, რისთვის იხარჯება შემოდინებული თანხები ჩვენს ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.