Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ავგიას თავლას” თანამედროვე რეინკარნაცია

მარშალ პრესი 07/02/2025
david kartvelishvili

USAID-ს „ავგიას თავლას“ და ტრამპს ჰერაკლედ მოიხსენიებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული პოლიტიკის მთავარი სამიზნე, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ავგიასია („deep state”). დასკვნის სახით კი, ქართველიშვილი წერს, რომ საბოლოოდ, „ჰერაკლე”-ტრამპმა დაამარცხა „ლიბერალი” ავგიასი.

„USAID, როგორც „ავგიას თავლას” თანამედროვე რეინკარნაცია: ავგიასი (“deep state”) ფლობდა უზარმაზარ ფარებს, ხოლო მისი „ლიბერალური” თავლები 30 წელზე მეტ ხანს გაუსუფთავებელი იყო. ამ დროის განმავლობაში იქ იმდენი განავალი და ჭუჭყი დაგროვდა, რომ ბევრს მათი გაწმენდა შეუძლებლად მიაჩნდა.

თითქოსდა შეუსრულებელ მისიას – თავლების გაწმენდას ერთ დღეში, „ჰერაკლე”-ტრამპი შეუდგა, რომელმაც გონიერება გამოიჩინა და საქმეს ხელით შესრულებას არ შეუდგა. მან გათხარა არხები და ორი მდინარის — ალფეოსისა (facebook) და პენეოსის (X) წყლები თავლებისკენ მიმართა. „საინფორმაციო წყლის” ძლიერმა ნაკადებმა საათებში გაწმინდა თავლები.

„შეუსრულებელი მისიის” წარმატებით დასრულების შემდეგ, ავგიასმა ჰერაკლე-“ტრამპის” ჯეროვნად დაფასებაზე უარი განაცხადა იმ საბაბით, რომ „ჰერაკლემ” წარმატებას მდინარეების დახმარებით მიაღწია და არა საკუთარი ძალით. საბოლოოდ, „ჰერაკლე”-ტრამპმა დაამარცხა „ლიბერალი” ავგიასი ბრძოლაში და ელიდაში (აშშ-ში) მმართველობა მის „კონსერვატორ” შვილს გადასცა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განადგურდა და არანაირი სარგებელი არ მიუღია, არის უკრაინა – ასჯერ მეტად შეიძლებოდა გაწირულიყო საქართველო, ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია, რომ გადავრჩეთ
Next: გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას – Newsweek

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.