საჩვენებელი თითი რკალად შეკრა, ხელი მზეს მიუშვირა და მითხრა – ლევან, შეუძლებელია ამაში ცოცხის ტარი შეეტიოს…

8026
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის უტიფარ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“მრავალი წლის წინ ქუჩაში ერთი სანდომიანი ქალი შემხვდა, გულითადად მომიკითხა და გულისყურით მოსმენა მთხოვა. ცხადია, არ ვიუარე. მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი რკალად შეკრა, ხელი მზეს მიუშვირა და მითხრა წრეში გაიხედეო… არანორმალურ ქცევაში მისი თანამზრახველი არ გავხდი და მკაცრად ვიკითხე, რა გნებავთ-მეთქი.
– ლევან, შეუძლებელია ამაში ცოცხის ტარი შეეტიოს, ციხის კადრები დადგმულია და მოგატყუეს …
ავილეწე და ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.
შეიძლება კონკრეტული კადრები დადგმულია, შეიძლება კონკრეტული კადრები პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველ დროსა და ადგილას გაასაჯაროვეს, რითაც ჩაიდინეს დანაშაული, ხელი შეუწყვეს ადამიანების ტანჯვის გახანგრძლივებას და უმალვე არ აღკვეთეს ხალხის დამცირება, ფეხქვეშ გათელვა…
მაგრამ ეს მანიპულაცია ხომ ვერ ცვლის, ხომ ვერ ამსუბუქებს მსოფლიოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი უფლებადამცველებისა და დამკვირვებლების, თითქმის ყველას მიერ აღიარებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ ქართული ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც სადისტები ადამიანებს აწამებდნენ, ხოცავდნენ, ღირსებას ართმევდნენ, აუბედურებდნენ, ჭკუიდან შლიდნენ … ამგვარი სისტემის შემოქმედ ხალხთან თანამშრომლობა შეიძლება? ნორმალურია?
რატომ არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები, დამსაწყობებელი, ამ კადრების გამავრცელებელზე უკეთესი ??? ორივე მხარე საზარელი არ არის ???
ეს კითხვები იცით რატომ გამიჩნდა? ვუყურე ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრად მყოფ უბირ და შეშლილ დეპუტატს, ფორტეპიანოს არშემდგარ სპეციალისტს, დიღმის ტყის გამნადგურებელს, პროფესიის არმქონე ხელმოცარულ ადამიანს, რომელმაც არაფერი არ იცის პოლიტიკის შესახებ; რომელიც ამდენი წლის შემდეგ, ამდენი უბედურების შემდეგ თავს უფლებას აძლევს და ეჭვქვეშ აყენებს იმ გადახსნილი ჭრილობების არსებობის საკითხს, რომლიდანაც დღემდე სისხლი სდით ადამიანებს!
ეს არ უნდა გავატაროთ! როგორმა გიჟმაც არ უნდა თქვას და რამდენი ხნის შემდეგაც არ უნდა თქვას! თორემ ერთ-ორ წელიწადში ცერა და საჩვენებელ თითს რკალად შეკრავენ, ცალ თვალს მოგვაჭუტინებენ და გაგვახედებენ მასში თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად!” – წერს ლორთქიფანიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება