Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები

მარშალ პრესი 06/02/2025
irakli kobakhidze

ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერც მალავენ, რომ არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები.

„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის“ ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე მამუკა ხაზარაძე, ისევე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით – ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად – დღემდე გრძელდება ეს პროცესი
Next: დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გახარიას პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები, უცხოელი აგენტების ადგილი პარლამენტში არაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.