Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, უხეშად ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

მარშალ პრესი 06/02/2025
irakli kobakhidze

იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც, მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყახაზეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი Deep State-ის საქმიანობის შედეგია.

„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში.

კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება
Next: არავის უნდა ჰქონდეს უფლება, NGO-ების უცხოური დაფინანსებით, ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ, ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.