Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 06/02/2025
irakli chikovani2

საქართველოს თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის მხარდაჭერით დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და საზოგადოებას ღირსეულ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა. „ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გატყდე, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და იყო მაგალითი იმ ახალი თაობებისთვის, რომლებიც უერთდებიან თავდაცვის ძალებს. ჩვენ თავდაცვის ძალების დიდ ოჯახში ამ ადამიანებს „დაუმარცხებლებს“ ვუწოდებთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” კომპანია „სილქნეტის“ პატრონაჟით 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა. ფონდი თავდაცვის უწყებასთან ერთად დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, კვლევებით, რეპროთეზირებით, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებებით, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს. 

საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, ფონდის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი ბერატ თელი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. 

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობასა და პარიტეტულ საწყისზე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი აემალ ბაჰადური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელჩები და სამხედრო ატაშეები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილმა პარლამენტში წარმოდგენილ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ეროვნულ ბანკში დანიშვნის შემთხვევაში მათი საქმიანობის პრიორიტეტებზე დაუსვა კითხვები
Next: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.