Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყალბ ამბებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 06/02/2025
shalva papuashvili

რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მედიის საკითხებსაც ეხება.

მისი განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკნონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მოხდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის ფეიკ ნიუსების გავრცელების საკითხებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებულია მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სპეკულაციები, თითქოს ამ კანონით სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება მიუღებელია, ვინაიდან „დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებებით. ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან არ აქვს“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან ფეიკ ნიუსისგან.

Post navigation

Previous: “მე არ მგონია, რომ ქუჩაში ვინც დგას, ყველა არის ბინძური “ნაციონალური მოძრაობის” მიმდევარი – თეა წულუკიანი
Next: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.