Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო – დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეზე

მარშალ პრესი 05/02/2025
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ “აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”.

ექსპერტის თქმით, მამუკა ხაზარაძე უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება.

“ტოპ ტვინების შეფმა აღიარა, რომ ტოპ ჯაშუშია, ამერიკას პირდაპირ ეუბნება შენი ინტერესები დაიცავი, საქართველოს ინტერესები რა დასაცავი არისო. გესმით რას კადრულობს? თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო.

ხაზარაძე უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება! ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის მტრების ადგილი არ არის, ჯაშუშები ისევე უნდა მოიკვეთონ ქართული პოლიტიკისგან, როგორც სხეულიდან სიცოცხლისთვის საშიში მეტასტაზები!”-წერს ჩიხელიძე ფეისბუქზე.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ეუბნება ამერიკის ადმინისტრაციას, ქართული სახელმწიფოს ინტერესები არაფრად ჩააგდოთ, საქართველოზე მოახდინეთ ზეწოლაო
Next: სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.