ლუსტრაციის მკაფიო მაგალითი – სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ – გია აბაშიძე

687
წაკითხვა/ნახვა

“ლუსტრაციის მკაფიო მაგალითი – სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის მავნებელი სექტა სრულიად აცდენილია ადეკვატურობას, ანალიზს, ლოგიკასა და თანმიმდევრულობას.

ლუსტრაციის მკაფიო მაგალითი – სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ ერთი უნიჭო ‘დათქმით’, “ნაციონალური მოძრაობის” დე იურე თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას ეხამუშა მისი სამართლებრივი დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფოსთან და შიდა მოხმარებისათვის, იურიდიულად გაუმართავად დაწერა: მელია vs “ქართული ოცნება”.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები და ევროპული სასამართლო მომჩივნებისა და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. პროცესს, სავარაუდოდ, 2 წელიწადი დასჭირდება.

რასაკვირველია, ნაცსექტის ამ ტრაგიკომიკურ, მორიგ უნიჭო PR-აქციას სტრასბურგი გაცემს ამომწურავ, საკადრის პასუხს. დარწმუნებულნი იყავით, რომ ევროპული სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებას ლოგიკაში ჩაკარგული “ნაცები” კვლავაც შერაცხავენ, რომ სტრასბურგში პუტინისა და ივანიშვილის “გავლენებია”.

საინტერესოა, ახლა არ არის ეს “გავლენები” და “მოსყიდვები”?..

ამიტომაც, სულ ვიმეორებ – სააკაშვილის მავნებელი სექტა სრულიად აცდენილია ადეკვატურობას, ანალიზს, ლოგიკასა და თანმიმდევრულობას”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები
მოწონება