პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის დიდი ხნით ჩაკეტვის მიზეზი. ექსპერტის თქმით, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით USAID-ი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები ახდენდნენ თანხების შეტანას აზერბაიჯანში ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურებისთვის, რის საბოლოო მიზანიც იყო აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობა.
„პარტია „ხალხის ძალა“ უკვე მესამე წელია საუბრობს USAID-ზე, სოროსის ფონდზე, NED-ზე და ასევე სწავლობს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს. აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა უკვე დიდი ხანია შეჩერებულია, სოროსის ფონდები კი ვერ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ფერად რევოლუციებს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურების მიზნით და USAID-ის ხაზის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა. ახლა საქართველოში დგას ძალიან საინტერესო პერიოდი. ყოველდღიურად და სხვადასხვა ბრუნვაში თავს არ გვახსენებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერები.
აღარ გვაქვს იმის შიში, რომ კვალავ ათეულობით მილიონი შემოვა ქვეყნის აყირავებისთვის, გადატრიალებისა და მაიდანიზაციის მიზნით. ახლა საქართველოს აქვს ხელსაყრელი პერიოდი, როცა ჩვენი ძალისხმევა მთლიანად არ უნდა მივმართოთ გარე ძალების შეჩერებაზე. ჩვენი ძალები ახლა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და სხვადასხვა სფეროების რეფორმას. ყოველდღიურიო ბრძოლა წესების გარეშე ამ ყველაფრის საშუალებას ამდენი ხნის განმავლობაში არ გვაძლევდა. დღეს კი საქართველოს ეძლევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სამშვიდობოზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს...