Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია შუა დერეფანი, ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება და ყაზახეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით

მარშალ პრესი 05/02/2025
irakli karseladze

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ყაზახეთში, ზოგადად, ორმხრივი ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან არის უამრავი საკითხი, რომლის განხილვაც, გადაწყვეტების პოვნა და მათ შორის, სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დაგეგმვა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია შუა დერეფანი.

„ინფრასტრუქტურული განვითარებები არის იმის აუცილებელი წინაპირობა, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი ტვირთნაკადები წამოვიდეს და გარდა ამისა, ზოგადად, საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობის თვალსაზრისით შუა დერეფანი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.

ბუნებრივია, იმ განვითარებების ფონზე, რაც ზოგადად ხდება, ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება და ყაზახეთი სწორედ ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული შუა დერეფნის იმდაგვარი განვითარებით, რომ კიდევ უფრო მეტი მულტიმოდალური ხასიათის ტვირთები და არა მხოლოდ, მოძრაობდეს. შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ამ პროგრესთან დაკავშირებით ვისაუბროთ, ის გეგმები გავაცნოთ, რაც გვაქვს. ეს ასახვას ჰპოვებს უკვე არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ ზოგადად, დერეფნის და საერთაშორისო მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Post navigation

Previous: ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
Next: „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.