Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

მარშალ პრესი 05/02/2025
parlamenti

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. მან დეპუტატებს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” 49 წევრის სია გააცნო, რომელთაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.

თითოეული მათგანის საკითხს პარლამენტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია, ხოლო დადებითი პასუხი, სხვადასხვა შემთხვევაში, 80-დან 83 დეპუტატამდე დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა. მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.