Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

23-24 ივნისს დაველოდებით, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 11/06/2022

დამოკიდებულება, რომელიც სამასმა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი ევროპაში გაერთიანების მომხრეა.

23-24 ივნისს დაველოდებით , მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო და შეურაცხმყოველი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი“- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინებს.

“მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. დაველოდებით 23-24 ივნისს, ის დამოკიდებულება გავიგოთ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენ ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის მიმართ.

ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი, ძალიან მაგარი ამაყი ხალხით. ისე ნუ წარმოვაჩნეთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როდესაც საუბარია “დამსახურებელ გადაწყვეტილებაზე”  – მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.

23-24 ივნისს დაველოდებით, მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო და შეურაცხმყოველი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – შეურაცხმყოფელია რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით
Next: თეა წულუკიანი: ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელზეც ახლა ბრიუსელში არის საუბარი, ჩვენი ქვეყანა, ხალხი სხვა ხალხებზე წინაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025