Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადწებას აცრცელებს

მარშალ პრესი 04/02/2025
CIDA

სურსათის ეროვნული სააგენტო განცახდებას ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდოდ წყლით – „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ.

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს ასევე კომპანია IDS ბორჯომი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ეკლესიას შეფარებულო ზენონ, ეროვნულ ხელისუფლებას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ დაბრუნებულიყო და არ დაეჭირა ეროვნული პოზიცია, ახლა ქვეყნის ნაცვლად ნანგრევებიც აღარ გვექნებოდა
Next: ამერიკის საელჩო ამტკიცებდა, რომ თითქოს USAID-ი იყო დემოკრატიის მნათობი, არადა თურმე ყოფილა შესაძლებლობა საკუთარი ფინანსური რესურსებით ქვეყნებში მოეხდინა რევოლუციები, არეულობები და ჩარეულიყვნენ არჩევნებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025