Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 04/02/2025
4040

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში იმართება.

აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

წლევანდელ ფორუმზე განსახილველი საკითხებია: ტექნოლოგიები, ციფრული ვალუტა, კიბერუსაფრთხოება, უცხოური ინვესტიციები, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი თაობის ტელეკომუნიკაციები, ფინანსური ქსელები, სტრატეგიული მინერალები, საზღვაო კაბელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მათთან დაკავშირებული საფრთხეები.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის და ფილიპინების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარტინ რომუალდეზის მიწვევით მონაწილეობს.

ფორუმის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

Continue Reading

Previous: ომის დაწყების დღიდან, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 175 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირიდან – 118 მილიარდი ევრო. კითხვა – რამდენი შეიჭამა გამოყოფილი თანხებიდან?
Next: რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025