Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ილონ მასკი აზიარებს ყოფილი კონგრესმენის, რონ პოლის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ სწორედ USAID-ის თანხები იხარჯება ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე

მარშალ პრესი 04/02/2025
nino tsilosani cilosani

ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ Usaid არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითაც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ სწორედ USAID-ის თანხები იხარჯება სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის დახმარებით ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებასა და ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვაზე, ამ კონტექსტში კი ნახსენებია როგორც საქართველო, ისე უკრაინა.

“ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ Usaid არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითაც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რომ სწორედ ამ ორგანიზაციის თანხები იხარჯება სხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებაზე NGO სექტორის სახით და ამასთანავე ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე.
„უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული, Usaid ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში“ – ეს არის ზუსტი ციტატა ვიდეოდან, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს და ამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო ამის გაგება” – წერს ნინო წილოსანი.

Continue Reading

Previous: “დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025