Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ “დიფ სთეითის” ქართველ აგენტებს!

მარშალ პრესი 03/02/2025
levan machavariani3

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანება.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს.

“მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს!
მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!”- წერს ლევან მაჭავარიანი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”.

Continue Reading

Previous: სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს
Next: ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025