Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე

მარშალ პრესი 02/02/2025
nino tsilosani cilosani

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ტაქტიკას სთავაზობს, რომ “კარგი იქნება ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ”.

“საერთოდ არ “ორკესტრირებენ” გარედან და საერთოდ არ აქვს ადგილი უცხოური გავლენით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე. იქამდე კი, NDI საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მიკერძოებული წინასაარჩევნო კვლევებით, (რომლებიც სხვათაშორის არასდროს მართლდებოდა, რადგან სრული სიცრუე იყო) და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებით მძიმედ დააზიანა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა

შეგახსენებთ, ასევე ლორა თორნტონის ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მოძალადე და დამნაშავეა”- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა. ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ
Next: ნაკელის დაყრით პროტესტი სხვადასხვა ქვეყანაში მიმართული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით, რაც საქართველოს რეალობასთან კავშირში ვერ მოდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.