Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: თუ მას სურვილი აქვს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვინმე ხელს უშლის, დაასაბუთოს. პრეზიდენტის მხრიდან ცოტა უხერხულია მთავრობის მიმართ ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა

მარშალ პრესი 10/06/2022
მიხეილ სარჯველაძე

თუ მას სურვილი აქვს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვინმე მას ხელს უშლის, მაშინ დაასაბუთოს. ცოტა უხერხულია, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა მთავრობის მიმართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„გაჩნდა, ასე ვთქვათ, გარკვეული „ენთუზიაზმი“ ცალკეული ადამიანებს შორის, რომ თითქოსდა, იქ შეიძლება აპირებდეს შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ეს მოსალოდნელი არ არის. შემდეგ მან ეს თავად განმარტა. ნამდვილად ალოგიკურია და ამაზე მანამდეც მოგვისმენია საუბრები.

მინდა, გამოვეხმაურო შეფასებების იმ ნაწილს, რომელშიც ერთგვარად ერთ კონტექსტშია მოხსენიებული, მაგალითად, ერთ მხარეს სააკავილი-გვარამია და ბიძიან ივანიშვილი. ეს, რასაკვირველია, პოლიტიკური უმსგავსობაა, რადგან არავითარი ლოგიკა, ახსნა, ეთიკა ამ ყველაფერს არ გააჩნია. შესაბამისად, არა მგონია, ამას რაიმე დასაყრდენი გააჩნდეს.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ვინმე ხელს უშლის დიპლომატიური ფუნქციების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებაში, არა მგონია, ეს მართებული იყოს საკითხის ასე დაყენება. თუ მას სურვილი აქვს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვინმე მას ხელს უშლის, მაშინ დაასაბუთოს. ცოტა უხერხულია, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა მთავრობის მიმართ, მაშინ როცა ამას საფუძველი არ ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

Continue Reading

Previous: ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
Next: ბიძინა ივანიშვილს ყველაზე დიდი საშიშროება 2012 წელს ელოდა, როცა ამ მკვლელებთან შევიდა ბრძოლაში, მაშინ არ შეშინებია და ახლა სანქციებით მისი შეშინება სასაცილოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025