Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის თანამშრომელი, მიადგა ალუდა ღუდუშაურს, “ევროპა არ გსურთო” – ეს ქალბატონი და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი, რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ

მარშალ პრესი 01/02/2025
tamta megrelishvili

ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს -“თქვენ ევროპა არ გსურთო!”

“აი მე კი მსურსო”! რა თქმა უნდა ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ნათია ქობალიას დაპირისპირება “ქართული ოცნების” დეპუტატ ალუდა ღუდუშაურთან.

მეგრელიშვილის განცხადებით, სწორედ არასამთავრობოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, რადგან მათ ევროპელობა სხვაგვარად ესმით და მიღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ, გრანტიდან დიდ “ატკატებს” კი ევროპაში აგზავნიდნენ.

“ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს -“თქვენ ევროპა არ გსურთო!”
“აი მე კი მსურსო”!

რა თქმა უნდა ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია, რადგან ის და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნითა და შინაარსით იყენებდნენ და გრანტიდან დიდ “ატკატებს” პირდაპირ ევროპაში აგზავნიდნენ.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ესმით ამ ქალბატონსა და მისთანებს ევროპა და ევროპელობა, მაგრამ თავს შევიკავებ.

მინაწერი: ევროპა არ ნიშნავს პრინციპებს შორის დღეს იქ არსებულ ქაოსს, ევროპელობა არ არის უზნეობის პროპაგანდა და დაკანონებისათვის ბრძოლა, ევროპა და ევროპელობა არ არის გაუმჭირვალობა და “ატკატებითა” და ლობიზმით ნაყიდი პოზიციები.

ევროპა სხვა იდეაა,სხვა მნიშვნელობაა, რომელის შინაარსი თავად ევროპამ დაკარგა და ჩვენ გაწევრიანების უცვლელი სურვილით, მაგრამ სიფრთხილით ვუყურებთ ამ
არჩევანის საკითხს.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება
Next: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააგრძელა სამხრეთ კავკასიის ევროპული ინტერესებიდან სუიციდური განდევნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.