საქართველომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, რადგან ქართველ ხალხს აქვს პარტნიორების ნდობა რეგიონში – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების პროცესში – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

215
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„საქართველომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, რადგან ქართველ ხალხს აქვს პარტნიორების ნდობა რეგიონში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების პროცესში“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუმინეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია რეგიონში უფრო მეტი ნდობისა და სტაბილურობის შექმნაში და მას შეუძლია ლიდერის როლი ითამაშოს რეგიონში.

„პირველ წარმატებას ყოველთვის ახლავს მოლოდინი და შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოლოდინი ძალიან მაღალია და ეს კარგია. ეს ნიშნავს კარგ ნაბიჯს წინ. თუკი საქართველოს ექნება საკმარისი დრო და შესაძლებლობა, იგი არსებით როლს შეასრულებს რეგიონში. საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირების ტრიოს – არაფორმალური ჯგუფის მონაწილე სამხრეთ კავკასიაში. ზოგადად, ეს წარმოადგენს ხიდსა და უნიკალურ შესაძლებლობას, თუკი იქნება დახმარება ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორებისგან, აშშ-ისგან. მიმაჩნია, რომ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი და მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს დისკუსია დღეს. შეხვედრების დროს სომხეთზე და აზერბაიჯანზე საუბრისას, ხაზი გავუსვით, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ნდობის ჩამოყალიბებაში. ამასთან დაკავშირებით, დისკუსიები დაიწყო და ბედნიერები ვართ, რომ ევროკავშირი ჩართული იყო პროცესში საქართველოს ლიდერებთან ერთად, რის შედეგადაც მოხდა აზერბაიჯანში დაკავებულების გაცვლა და ასევე, სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა აზერბაიჯანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ნაბიჯი გახლავთ და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. როდესაც ნდობა იქნება შესაბამის დონეზე, ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ევროკავშირის ჩართულობაზე, რომელიც მთელი რეგიონის კავშირს გააძლიერებს, იქნება ეს გაზის, ელექტრო ენერგიის მიწოდება თუ რკინიგზა. ევროპას გააჩნია ამის ნოუ-ჰაუ. ჩვენ ეს გაგვიკეთებია სხვა ქვეყნებში და ეს იქნება სასარგებლო მთელი რეგიონისთვის. ჩვენ რამდენიმე კარგი შეხვედრა გვქონდა დღეს, ბევრი საკითხი წამოიჭრა, რამდენიმე საკითხს გავუსვამ ხაზს, რომლებსაც, მე ვხედავ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს. ჩვენ ვისაუბრეთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე. ეს ძალიან მწვავე საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ, რეალურად, მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული პატიმრობიდან. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით, რომ ხელშეკრულებები, სადაც ევროკავშირი მონაწილეობს, უნდა იყოს შესრულებული და მას პატივი უნდა სცენ. მაღალი შეფასება მივეცით საქართველოს მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის გაჩენის პროცესში. საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია რეგიონში უფრო მეტი ნდობისა და სტაბილურობის შექმნაში. მას შეუძლია ლიდერის როლი ითამაშოს რეგიონში, მოხარული ვარ, რომ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმულია”,- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება