Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 31/01/2025
meet

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები.

„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული, ეს მნიშვნელოვანი ტურნირი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით
Next: ნინო ჯანგირაშვილი მამუკა ხაზარაძეზე გაცეცხლებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.