Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პროექტების აღწერის ბუნდოვანება, USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. “მაიდანს”, რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება

მარშალ პრესი 31/01/2025
gia abashidze

თუ ნაცრადიკალთა ფარისეველი დონორები მალავენ გამოყოფილი სახსრების ოდენობას, მათსავე ქვეყნებში ჰაკერები აქტიურობენ და ააშკარავებენ “დიფ სთეითის” მზაკვრობას. აშშ-ში ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის გრანტების სიაც საქართველოში,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პროექტების აღწერის ბუნდოვანება და USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. “მაიდანს”, რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება.

„თუ ნაცრადიკალთა ფარისეველი დონორები მალავენ გამოყოფილი სახსრების ოდენობას, მათსავე ქვეყნებში ჰაკერები აქტიურობენ და ააშკარავებენ “დიფ სთეითის” მზაკვრობას. აშშ-ში ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის გრანტების სიაც საქართველოში.

ირკვევა, რომ ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტომ 30 მილიონი დოლარი გამოყო 3 პროგრამისთვის – “სამართლის უზენაესობა” ($20+ მილიონი); “მედიის გაძლიერება” ($6+ მილიონი); “სამოქალაქო განათლება” ($3,55 მილიონი).
ყურადსაღებია, რომ გამომზეურებულ დოკუმენტებში არაა დაკონკრეტებული თუ რა აქტივობებისთვის დაიხარჯება და რამდენად მოემსახურება გაცხადებულ მიზნებს ამერიკის გადასახადის გადამხდელთა დიდძალი თანხები საქართველოში.

რასაკვირველია, USAID-ის ერთ-ერთი აქაური კონსულტანტი, “ნაცების” მეხოტბე გიორგი ჩხეიძე კომენტარს არ და ვერ აკეთებს, რადგან პატრონებმა ასე უბრძანეს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა უმნიშვნელოვანესი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება და კიდევ უფრო ნათელია თუ რატომაა ამაზე ისტერია შინ თუ გარეთ უზნეო პერსონაჟებისგან.

პროექტების აღწერის ბუნდოვანება, USAID-ის სამარცხვინო დუმილი მიანიშნებს, რომ თანხები მოხმარდებოდა არა გაცხადებულ მიზნებს, არამედ ე.წ. “მაიდანს”, რაც თბილისის ქმედებებით და ვაშინგტონიდან ფინანსების გაყინვით, ვერ შედგება.
ქართველი ერის ერთიანობა, სიმტკიცე და მედეგობა არანაირად დაუშვებს გარედან დაფინანსებულ ე.წ. რევოლუციას. ნაცრადიკალთა ერთადერთი მილევადი რესურსია ქუჩაში ყვირილი, კლოუნებად ქცეული შემოქმედებითი ე.წ. ელიტის კიდევ უფრო თვითგაბანძებითი ეპატაჟი და რაც შეიძლება მეტი შლეგის ალქაჯობა ღია ცის ქვეშ. ეგეც დასრულდება “ნეოშულავერის” უსამშობლო “კომიტეტჩიკების” სავალალოდ,“- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
Next: გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია – საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.