Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

მარშალ პრესი 31/01/2025
3101

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა.

მთავრობის მეთაურმა ახალი არენა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.

პრემიერმა უმოკლეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.

„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტო უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. ყინულის არენის პროექტირება-შენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Post navigation

Previous: თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ
Next: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.