გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ვხედავთ და ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენაში შეიტანა წვლილი

221
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მთავარი დიპლომარისგაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლანდსბერგისი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ როლზე საუბრობს.

„ვხედავთ და ვაფასებთ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც წვლილი შეიტანა ნდობის აღდგენაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით”, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება