Skip to content
30/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, მომავალშიც ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან ეს არის მთავარი გასაღები მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც

მარშალ პრესი 31/01/2025
irakli kobakhidze

საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.

„ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებელს, მაშინ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 7.8% და ახლა 9.5%, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით.საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია.

ეს არის სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარება არის მთავარი გასაღები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: EMAAR ჯგუფმა სერბეთშიც დაიწყო საქართველოს მსგავსი პროექტი და ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR-ის მიერ აშენებულ კორპუსებში, ასე მოხდება ჩვენთანაც
Next: აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025