Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები

მარშალ პრესი 31/01/2025
irakli kobakhidze

გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

„აქ იყო კოორდინაცია ისევე, როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და ა.შ.

რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს, თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი. ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს. ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი
Next: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.