Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მარშალ პრესი 31/01/2025
iraki kobakhidze

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოჰკიდა კონკრეტულ პროექტს Emaar ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად, დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, ეს არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები
Next: ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის – ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ და რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.