Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია

მარშალ პრესი 30/01/2025
eka sepashvili

„[ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმებით] იყო მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად გამოეყენებინათ [ასამბლეის წევრობა]“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ საქართველომ უარი განაცხადა ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია.

„უკვე ღიად მიმართავენ საქართველოზე ზემოქმედებებისთვის არასამართლიან და არაკომპეტენტურ ხერხებს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოს მიმართ არ არის. იქ იყო რუმინელი პარლამენტარი, რომელიც ცდილობდა, რომ ევროსაბჭოს ასამბლეას დაეწყო მოკვლევა რუმინეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ.

თუმცა, საჭირო რაოდენობით მომხრეების შეკრება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ეუბნებოდა, რომ მის პოზიციას იზიარებდა. რაც შეეხება ევროსაბჭოს ასამბლეის მმართველ გუნდს, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას, მაგრამ ისინი არ არიან თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რადგან გადაწყვეტილებები პარლამენტარებში კენჭისყრის ხმის შედეგებით მიიღება. თუმცა ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ საქართველოსთვის რაც შეიძლება რბილი ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და მათი თვალსაზრისით, ძალიან კარგი კომპრომისული ვარიანტი იყო ის, რომ საქართველოს უფლებამოსილება არ შეუჩერდა.

ანუ, საქართველოს მტრების გულგასახეთქად, საქართველოს ეს უფლებამოსილება [ევროსაბჭოში] შენარჩუნებული აქვს. თუმცა, დათქმები იმდენად უსამართლო იყო და იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ უარი განვაცხადეთ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც
Next: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025