საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 953 პაციენტი

185
წაკითხვა/ნახვა
mpn

საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 073 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 972, „პისიარ“ ტესტით – 12 101.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 349 658 გამოჯანმრთელდა, 5 266 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 253 988 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 267.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 576 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.

ამასთან, 26 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 754 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.

კომენტარები
mpn
მოწონება