Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის

მარშალ პრესი 30/01/2025
tamar chiburdanidze

„ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც გარკვეული დათქმებით იქნა მიღებული.

თამარ ჩიბურდანიძე სინანულს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს სუვერენიტეტს არად აგდებენ. როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები ცვლიან.

„ჩვენი თაობის ბრძოლა და მოლოდინები შერცხვენილი სახელით დაასრულა ევროპამ. მართლაც გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ დღეს ამას ვწერ თავისუფალი საქართველოდან გარკვეული ძალების ტყვეობაში მყოფ ევროპაზე.

როგორ წარმოვიდგენდი, რომ წარსულში, სახელმწიფო არქივის სისხლიანი ქრონიკების წამკითხველი, იმ ტკივილის შემდეგ, იგივე განცდა მექნებოდა იმედით შემყურე ევროპაზე?

როგორ წარმოვიდგენდი, რომ ისტორიის ფურცლებზე რუსეთის ხიშტიან ჯალათებს დღეს ევროპელი ლიბერალი ჯალათები შეცვლიდნენ?
ისტორიის იმ გახუნებულ ფურცლებზე უკვე დაიწერა საქართველოს მორიგი იმედგაცრუება „დემოკრატიულ” ევროპაზე. სისხლით არა, მაგრამ ცრემლით ნამდვილად დაიწერება უახლესი ისტორიის სამარცხვინო ქრონიკები ახლა უკვე დასავლელ „პარტნიორებზე”.

გუშინდელ „გმირებს” შევახსენებ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი”!
საქართველოში თავისუფლების სიო უკვე უბერავს, ევროპაში კი ჯერ კიდევ მონობის ბორკილების ხმა ისმის. როგორც ჩანს, მოუწევთ ევროპელებს მეორედ ბასტილიის აღება და ეს დღე შორს არ არის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: საკმარისია ამდენი დათქმები, შანტაჟი და მანიპულაციები, უნდა დასრულდეს რევერანსებისა და კომპრომისების ეპოქა – არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენთვის ამოსავალია ჩვენი ხალხის კეთილდღეობდა და ეროვნული ინტერესები
Next: ზუგდიდიში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 9 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025