Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მმართველმა პარტიამ ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 30/01/2025
nino pochkhua

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს, მოქმედი ხელისუფლების დაუსაბუთებელ დამუნათებას და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

“ორი დღეა თვალს ვადევნებდი იმ უმსგავსოებას რაც საპარლამენტო ასამბლეაში ხდებოდა, დღევანდელ დღესაც სულმოუთმენლად ველოდებოდი, როცა საბოლოოდ უნდა დამტკიცებულიყო ჩვენი მტრების მიერ ჩვენი ქვეყნის “განადგურების” რეზოლუცია.

რასაც ველოდებოდი ზუსტად იმის მოწმე გავხდი დღეს, სრულიად დაუმსახურებლად ევროასამბლეამ, ჩვენი ქვეყნისთვის, მიიღო სამარცხვინო რეზოლუცია, ისეთი, ალბათ ამ ასამბლეის არსებობის მანძილზე არ მიღებულა. სირცხვილი დღევანდელ იმ ევროდეპუტატებს, ვინც გაიყიდა და სიცრუეზე მოაწერა ხელი. ნუთუ იმაზე არ იფიქრეს, რომ უხეშად ჩაერიენ სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში? თუმცა მონა, როდის იყო რამეზე ფიქრობდა?

ყველა ეს უარყოფითი ემოცია უცბად გამიქრა, როცა ტელეეკრანზე გამოჩნდნენ ჩვენი დელეგატები თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. მე ვიყავი ამაყი, როცა ვუსმენდი წულუკიანს, პრინციპულს, ქვეყანაზე შეყვარებულ ქალბატონს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროდეპუტატებმა “დაინდეს” ჩვენი დელეგაცია და არ შეუწყვიტეს უფლებამოსილება, იქ მყოფმა საქართველოს დელეგაციამ და თბილისში მყოფმა მმართველმა პარტიამ ერთობლივად მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეწყვიტა მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში, ამით საბოლოოდ წერტილი დაუსვა უსამართლო შანტაჟს,

მოქმედი ხელისუფლების დაუსაბუთებელ დამუნათებას და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

გილოცავთ, ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ნამდვილად შევდექით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა,”- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ევროსაბᲭო სოროსის კანტორაა. სოროსის კანტორაᲨი მუᲨაობის Შეწყვეტას უნდა მოჰყვეს სოროსის ფონდის აკრᲫალვა Ჩვენს ქვეყანაᲨი
Next: ბრავო ქართულ დელეგაციას, ძალიან საამაყო, ღირსეული და ნაღდი ქართული პასუხი მიიღეს, კორუფციაში ამომხრჩვალმა სოროსის თოჯინებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.