Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაზი გადაუსვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, ასეთ პირობებში, ევროსაბჭოს ასამბლეაში ჩვენს ყოფნას აზრი და გამართლება არ აქვს

მარშალ პრესი 30/01/2025
levan nikoleishvili

დღეს ჩვენმა ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს თავის 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც მათ ქვეყნის მართვის მანდატი ანდო, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და სტაბილურობაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს, რითაც ეხმიანება საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ევროსაბჭოს ასამბლეაში მუშაობა.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, შანტაჟის და დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კვლავ უპატივცემულოდ მოექცნენ
, შესაბამისად, ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა ყველა საღად მოაზროვნე ქართველისთვის მისასალმებელი უნდა იყოს.

“დღეს ჩვენმა ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს სცემს თავის 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც მათ ქვეყნის მართვის მანდატი ანდო, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და სტაბილურობაა. ევროსაბჭომ კი უკვე მერამდენედ გადაუხვია დემოკრატიის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს. უკვე მერამდენედ დაუსაბუთებელი შანტაჟის, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების, მიკერძოების გზით ხაზი გადაუსვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პატივისცემას. ასეთ პირობებში და რეალობაში ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს ასამბლეაში ჩვენს ყოფნას აზრი და გამართლება არ აქვს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება კი თითოეული საღად
მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანისთვის ნამდვილად მისასალმებელი და საამაყოა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ევროპული საბჭოს უღირს ქმედებას ქართული დელეგაციის ღირსეული პასუხი მოჰყვა, ქართულმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა მკაფიოდ თქვა, შანტაჟს არ ვექვემდებარებით, საქართველო ევროსაბჭოს ვასალი ვერ და არ იქნება
Next: “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება – PACE-ში უფლებამოსილების დამტკიცების მიუხედავად, მიუღებელია იმ ასამბლეაში ყოფნა, სადაც უარგუმენტოდ და უსინდისოდ გვესხმიან თავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.