Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არამარტო ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით

მარშალ პრესი 30/01/2025
irakli kobakhidze

პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არამარტო ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით და 6 მლრდ-იანი არაბული ინვესტიცია, დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები კატასტროფად წარმოაჩინონ, არის ისეთივე „ბლეფი“, როგორიც იყო მაგალითად მათი გზავნილები 6 მლრდ-იან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციის ნარატივი არის ზუსტად ისეთივე „ბლეფი“, როგორიც იყო მაგალითად მათი გზავნილები, იგივე 6 მლრდ-იან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ათასი აბსურდი ითქვა ამ ინვესტიციაზე, მათ შორის ითქვა, რომ თითქოს 6 მლრდ დოლარი არაბული მხრიდან არსად იყო დაფიქსირებული და ჩვენ დავაფიქსირეთ, მაშინ როდესაც, პირველი ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მისცა, სწორედ, EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, რომელმაც პირველად ახსენა 6 მლრდ დოლარი, რაც არის შეთანხმების პირობა.

აქაც კი ტყუილი თქვეს, ერთ-ერთი, ვინც ეს ტყუილი თქვა, იყო BMG, TV პირველის ქვედანაყოფი, რომელიც წესით, პროფილიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკური პროფილის გადაცემები აქვთ მათ, თუმცა პირიქით, ორიენტირბეულები არიან იმაზე, რომ კატასტროფად წარმოაჩინონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, პერსპექტივები და ა.შ. სინამდვილეში, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.5 %. ჩვენ ეს წელიც დავხურეთ 9 %-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რაც არის შარშანწინდელზე უკეთესი მაჩვენებელი, მაშინ იყო 7.8 %. ახლა გვაქვს კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არამარტო ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. 6 მლრდ-იანი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ
Next: რადიკალური ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.