Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში

მარშალ პრესი 30/01/2025
irakli kobakhidze

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში – უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება.

„ბრიუსელის ბიუროკრატია არის უმძიმეს მდგომარეობაში, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, ასეთ პირობებში იღებენ ისინი აბსურდულ გადაწყვეტილებებს, რაც არის თავიდან ბოლომდე კონტრპროდუქტიული ბიუროკრატიისთვის. ესეც არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი. ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება, ეს აღინიშნა კიდეც კონკრეტული ადამიანების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, მაგალითად, იგივე ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში, უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ამასაც განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, არც პრაქტიკული კუთხით არ გვაფერხებს, არც სიმბოლური კუთხით, არავითარი ნეგატიური დატვირთვა ამას არ აქვს, პირიქით. ეს არის სირცხვილი ევროპული ბიუროკრატიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო – ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაში
Next: სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამადაშვილი, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და არქივი არ იშლება, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.