Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს აშშ-ში

მარშალ პრესი 30/01/2025
irakli kobaxidze

კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, აქაც კი აჩვენებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ბიუროკრატიას ვგულისხმობ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაც დამოკიდებული იქნება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ევროპაში ზუსტად ისე, როგორც აშშ-ში უნდა დამარცხდეს. „როდესაც სამართლებრივი საფუძველი არ გაქვს და მაინც უხეშად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იღებ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის თითქოს პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პრინციპების და ნორმების წინააღმდეგ წასვლა.

დანარჩენი არის ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური აბსურდი, აბსურდის თეატრი, შესაბამისად, მაინცდამაინც საინტერესო არ არის ეს ყველაფერი ჩვენთვის. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას, ესეც იქნება დამოკიდებული აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე და შესაბამისად, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების დამარცხებაზე. ეს თუ ასე მოხდა, მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები. თუ „დიფ სთეითის“ გავლენა შენარჩუნდა ასეთი მასშტაბით ევროკავშირზე, როგორიც არის დღეს, რა თქმა უნდა, სირთულეები დარჩება. იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს აშშ-ში,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამადაშვილი, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და არქივი არ იშლება, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
Next: აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, მძიმე სცენარების განვითარებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.